უბედური შემთხვევა აჭარაში- სოფელ ქვედა სალიბაურში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეუღლის განცხადებით, 22 წლის მადონა დავითაძის ცხედარი სახლის მეორე სართულზე იპოვეს.
ქმრის ოჯახი გარდაცვლილთან უთანხმოებას გამორიცხავს, საპირისპიროს ამტკიცებენ დავითაძის მშობლები. მათი მტკიცებით, დაღუპულ ქალიშვილსა და ქმრის ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გათხოვებიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო.
საქმეში სამართალდამცველები არაერთხელ ჩაერივნენ. მადონა დავითაძის მშობლები და ძმა ირწმუნებიან, რომ იგი ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც იგი თვითმკვლელობამდე მივიდა, ისინი არ გამორიცხავენ მკვლელობის ვერსიასაც, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ ექსპერტიზის შედეგებს დაელოდებიან. შემთხვევაზე საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.