უბედური შემთხვევა კახეთში. ადგილობრივი ენერგოდისტრიბუციის თანამშრომელს,20 წლის შაქრო ჯაჭვაძეს დენმა დაარტყა . ის გურჯაანის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჯაჭვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ინდივიდუალური გამრიცხველიანების ჯგუფში მუშაობდა.უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,მიმდინარეობს გამოძიება.